მაისი 23, 2023
სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სტუმრობა

დღეს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ პედაგოგებთან ირმა გურასპაშვილთან და ელდარ არაბულთან ერთად. მათ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააცნეს ინფორმაცია პრეზენტაციის სახით კოლეჯის შესახებ, წარუდგინეს არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და ისაუბრეს დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე.
შეხვედრის ბოლოს, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხი. მათ ასევე კოლეჯის გაცნობითი ტურიც ჩაუტარდათ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მადლობას უხდის სტუმრებს დაინტერესებისა და სტუმრობისთვის.
Photos
Related news
სექტემბერი 14, 2026
2026 Spring Intake Students Begin Their Studies at Railway Transport College
სექტემბერი 8, 2026