მაისი 11, 2022
შეხვედრა შრომის რაციონალიზაციის საერთაშორისო ექსპერტთან

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს საქართველოს რკინიგზის მხარდამჭერი რეფორმის - კადრების რაციონალიზაციის გეგმის შემუშავების ფარგლებში, შრომის რაციონალიზაციის საერთაშორისო ექსპერტი ანდრე კოტი ესტუმრა. მას აქვს 40 წელზე მეტი გამოცდილება ადამიანური რესურსების მენეჯმენტის, ინსტიტუციური გაძლიერების, შესაძლებლობების ამაღლებისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში.
კარიერის მანძილზე, ის მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების საჯარო მმართველობით ორგანოებში, ასევე მსხვილ საჯარო და კერძო სექტორებში ჩატარებული აქვს მრავალი ორგანიზაციული მიმოხილვა, ფუნქციონალური ანალიზი, შემუშავებული აქვს HR კორპორატიული სტრატეგიები, HR მართვის სისტემები და პერსონალის განვითარების გეგმები.
ანდრე კოტის, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ხელმძღვანელმა მანანა მოისწრაფიშვილმა და სს "საქართველოს რკინიგზის" ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა მარიკა გაბელაიამ უმასპინძლეს.
Photos
Related news
სექტემბერი 14, 2026
2026 Spring Intake Students Begin Their Studies at Railway Transport College
სექტემბერი 8, 2026