ნოემბერი 15, 2023
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 2023 წლის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო

დღეს ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯში 2023 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის
ჩვიდმეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა დაიწყო. პროფესიულ სტუდენტებს სიტყვით კოლეჯის
დირექტორმა მანანა მოისწრაფიშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიმართეს. მათ
მიულოცეს პროფესიულ სტუდენტებს სწავლის დაწყება, გააცნეს კოლეჯის მუშაობის წესები,
ინფრასტრუქტურა და უსურვეს წარმატებები.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი კიდევ ერთხელ
ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას პროფესიულ სტუდენტებს და უსურვებს მათ, რომ ჩვენთან
გატარებული ყოველი დღე ყოფილიყოს საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატების მომტანი.
Photos
Related news
სექტემბერი 14, 2026
2026 Spring Intake Students Begin Their Studies at Railway Transport College
სექტემბერი 8, 2026