ივნისი 12, 2025
ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საკვალიფიკაციო გამოცდები

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 2022 წლის მიღების ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „სარკინიგზო გადაზიდვები“ და „რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა“ სტუდენტებმა წარმატებით ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს სწავლის დასრულებას და უსურვებს კარიერულ წინსვლასა და განვითარებას საქართველოს უმსხვილეს კომპანიაში - სს „საქართველოს რკინიგზაში".
მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მათ საშუალებას მისცემს, წარმატებით განაგრძონ პროფესიული საქმიანობა და შეიტანონ თავიანთი წვლილი ქვეყნის სარკინიგზო სექტორის განვითარებაში.
Photos
Related news
სექტემბერი 14, 2026
2026 Spring Intake Students Begin Their Studies at Railway Transport College
სექტემბერი 8, 2026