ნოემბერი 5, 2024
ღია კარის დღე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

ა(ა) იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გიწვევთ ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება 6 ნოემბერს, 12:00 საათიდან.
ღონისძიების ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ:
- გაეცნონ კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
- დაათვალიერონ თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიები და სახელოსნოები;
- მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროფესიული განათლების პერსპექტივების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ინტერაქტიული ვორქშოფი, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოირგონ მატარებლის ვირტუალური მემანქანის როლი. ასევე, დამსწრეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები კოლეჯის ფუნქციონირებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკრ. III კვ, ნაკვეთი №01/10, თბილისი, 0191
გელოდებით!
Related news
სექტემბერი 14, 2026
2026 Spring Intake Students Begin Their Studies at Railway Transport College
სექტემბერი 8, 2026