აპრილი 22, 2024
დედამიწის დღე ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი უერთდება დედამიწის დღესთან დაკავშირებულ მსოფლიო გზავნილს „Planet vs. Plastics” და პროფესიულ სტუდენტთა ცოდნის, უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით დაიგეგმა აქტივობები, რომლის ფარგლებშიც 20 აპრილს პროფესიული სტუდენტები ესტუმრნენ შავნაბადას მიმდებარე ტერიტორიას და მიიღეს მონაწილეობა გარემოს დასუფთავებაში. 22 აპრილს კი კოლეჯის პროფესიულმა მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წევრებმა პლასტმასის ბოთლები ჩააბარეს პლასტმასების გადამამუშავებელ ფირმას „ტენე“.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მხარს უჭერს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ზრუნავს მწვანე მომავლის ჩამოყალიბებაში.
Related news
ნოემბერი 19, 2026
Qualification Exams Held at Railway Transport College
ნოემბერი 17, 2026