აპრილი 2, 2025
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

ა(ა)იპ
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი შეუერთდა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო
დღის აღნიშვნას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. ლექციას გაუძღვა
ნეიროგანვითარების ცენტრის სუპერვაიზერი - მაკო გაგნიძე.
შეხვედრა
მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების, პედაგოგიური პერსონალისა და ადმინისტრაციის
წევრების ცნობიერების ამაღლებას, ინფორმირებულობას და მიმღებლობის ზრდას აუტიზმის სპექტრის
შესახებ. პრეზენტაციის დასრულებას მოჰყვა განხილული საკითხების კითხვა-პასუხით შეჯამება.
სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯი განაგრძობს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას და ინკლუზიური გარემოს
შექმნას, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა განვითარებისა და წარმატების თანაბარი შესაძლებლობა.
Photos
Related news
სექტემბერი 14, 2026
2026 Spring Intake Students Begin Their Studies at Railway Transport College
სექტემბერი 8, 2026