ივლისი 3, 2024
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლის ვიზიტი

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ესტუმრნენ სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად.
კოლეჯის ადმინისტრაციამ სკოლის მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია კოლეჯის შესახებ. კერძოდ, გრძელვადიან ინტეგრირებულ და მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ხელმისაწვდომობისა და შემდგომ დასაქმების შესაძლებლობაზე.
ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის ლაბორატორიები, პრაქტიკული სწავლების სახელოსნოები, მოირგეს მატარებლის ვირტუალური მემანქანისა და მგზავრების როლი.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მადლობას უხდის სტუმრებს დაინტერესებისა და სტუმრობისთვის.
Photos
Related news
სექტემბერი 14, 2026
2026 Spring Intake Students Begin Their Studies at Railway Transport College
სექტემბერი 8, 2026