თებერვალი 28, 2022
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

101 წლის წინ , რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად სიცოცხლე გაწირეს.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პროფესიულმა სტუდენტებმა მოინახულეს იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი „არ დავიწყება“, დაასუფთავეს მისი მიმდებარე ტერიტორია და ჩაატარეს გამწვანების ღონისძიება (დარგეს ნერგები). სწორედ ამ ადგილზე საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიასთან უთანსაწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ ოფიცერთა სასწავლებლის ახალგაზრდა კურსანტები-ქართველი იუნკერები.
Photos
Related news
სექტემბერი 14, 2026
2026 Spring Intake Students Begin Their Studies at Railway Transport College
სექტემბერი 8, 2026